შანიძე ეკატერინე

სპეციალიზაცია: სამოქალაქო
მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
მისამართი: ელ. ჩერქეზიშვილის ქ. 17
ტელეფონის ნომერი: +995 577530203
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: eka.shanidze@snlg.ge

ადვოკატის შესახებ:
ეკატერინე შანიძე არის სამოქალაქო, კორპორაციული, შრომის, კომერციული და სატრანსპორტო სამართლის სპეციალისტი, ამ სფეროში თხუთმეტ წელზე მეტი გამოცდილებით. მას აქვს როგორც კერძო ისე საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. იგი სხვადასხვა დროს თავისი პროფესიით მუშობდა უზენაეს სასამართლოში, საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს ბანკსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. თბილისის სატრანსპორტო კოპანიაში როგორც იურიდიული სამსახურის უფროსს, მას აქვს სატრანსპორტო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ეკატერინეს საერთაშორისო ორგანიზაციაში UITP გავლილი აქვს ერთწლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ მას მიენიჭა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო მენეჯერის კვალიფიკაცია. მას ასევე გავლილი აქვს ამავე ორგანიზაციის სემინარი საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში უკეთესი საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მოწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ეკატერინე აქტიურად იყო ჩართული 2013 წელს შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესში დამსაქმებელთა ინტერესების დაცვის კუთხით. ეკატერინე როგორც გერმანული კომპანიის A S Consult GMBH ექსპერტი ინსტიტუციური მოწყობისა და კანონმდებლობის საკითხებში ჩართული იყო UNDP-ს და GEF-ის პროექტში „მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ . პროექტის მიზანი იყო ბათუმსა და აჭარის რეგიონში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარება და ეროვნულ დონეზე მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბების, მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირების ხელშეწყობა. 2017 წლის იანვარში ეკატერინემ და ლონდონში მოღვაწე იურისტმა, თამარ ნიკოლაძემ, დააფუძნეს იურიდიული კომპანია შპს „შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფი“. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იურიდიული მომსახურების გაწევა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, კომპანია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეკატერინეს ასევე დიდი გამოცდილება აქვს ვაჭრობის სფეროში მოქმედ მსხვილ კომპნაიებში მუშაობისა, იგი, ბოლო წლების მანძილზე გარდა კომპანია „შანიძისა და ნიკოლაძის იურიდიული ჯგუფის“ მმართველი პარტნიორობისა, ხელმძღვანელობდა შპს „თეგეტა მოტორსის“ და მისი შვილობილი კომპანიების იურიდიულ მიმართულებას როგორც მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. ეკატერინემ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. გარდა ზემოაღნიშნულისა მას გავლილი აქვს ტრენინგები მედიაციაში, შრომის სამართლაში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში, საგადასახადო სამართლაში, ბავშვთა უფლებების, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმით წარმოებასა და სხვა საკითხებში.. ეკატერინემ წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2008 წელს და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აქტიური წევრი. მისი მშობლიური ენა არის ქართული, გარდა ამისა სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი