დიასამიძე პაატა

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: სისხლის სამართალი
მისამართი: ქობულეთი, ბობოყვათი
ტელეფონის ნომერი: 598616101
ენები: რუსული (მეტყველება: B1, წერა: B1) ინგლისური (მეტყველება: A1, წერა: A1).
ელ. ფოსტა: diasamidzepaata@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
პაატა დიასამიძე 2015 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამავე წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. პაატა დიასამიძემ 2009 წელს დაასრულა ქობულეთის, სოფელ ბობოყვათის საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რომელიც დაასრულა 2013 წელს, იმავე წელს ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დაასრულა 2015 წელს. პაატამ თავისი პროფესიული განვითარება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სტაჟირებით დაიწყო 2011-2012 წლები, თავისი კარიერა გააგრძელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში, სადაც იყო ადვოკატის თანაშემწე 2013-2014 წლები. 2013 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ამავე წელს ჩააბარა სტაჟიორ-პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2014 წელს გახდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2015 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით, ამავე წელს გაიარა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ადვოკატი. 2019 წელს, ჩააბარა სტაჟიორ-პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდა. პაატას ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებიდან დღემდე აქვს უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკა, სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროფესიულ აქტივობაში, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი/სემინარი, ფლობს უცხო ენებს - რუსული (მეტყველება: B1, წერა: B1) ინგლისური (მეტყველება: A1, წერა: A1).
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი