ზურაბაშვილი დავით

სპეციალიზაცია: სისხლი
მომსახურების სფერო: სისხლის სამართალი
მისამართი: ქ.თბილისი, ა.მეგრელიძის ქ. #13
ტელეფონის ნომერი: +995599139696
ენები: ქართული, რუსული, გერმანული
ელ. ფოსტა: davit-zurabashvili@mail.ru

ადვოკატის შესახებ:
1995 დაამთავრა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალ-მოცდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2010 დაამთავრა დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “იბერიას” სამართლის ფაკულტეტის სამართლმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სრული კურსი და მიენიჭა სამართლმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 1992-1996 მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო-საზოგადოებრივ საწყისებზე (რესპუბლიკის პროკურორის ბრძანებით). 1996-1998 მუშაობდა გამომძიებლად ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში; 1997 საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი „წინასწარი გამოძიების აქტუალურ საკითხებში“ და გადაეცა მოწმობა. 1998-1999 თეთრიწყაროს პროკურატურაში -პროკურორის თანაშემწედ.1999-2003 საქართველოს გენერალური პროკურატურაში შს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედა-მხედველობის სამმართველოს პროკურორი. 2003 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2004 წელს მიენიჭა მაიორის წოდება. 2004 წელს მიღებული აქვს სერტიფიკატი აშშ იუსტიციის დეპარტამენტის- გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სემინარში- თემაზე-„საზოგადოებრივი კორუფცია“ .2006 წელს წარმატებით ჩააბარა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდა. 2003-2008 მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. ფინანსთა მინისტრის მიერ ოთხჯერ გამოეცხადა მადლობა სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის. 2009 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2011 წელს მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 2011 წელი ჩააბარა სასამართლო უნარ-ჩვევები და აიღო ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიკატი და 2011 წელს - სასამართლო ექსპერტიზა -აიღო იგივე ასოციაციის სერტიფიკატი. 2011 გამოაქვეყნა სტატია - საერთაშორისო სასწავლო ჟურნალში „კავკასია და მსოფლიო“ თმაზე „არსებითი და ძირითადი თავისებურებანი საერთაშორისო სამართალში“. 2012 წლიდან გავლილი აქვს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგი და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი