აღაპიშვილი მერი

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
ტელეფონის ნომერი: 599804810
ენები: ფრანგული, ინგლისური
ელ. ფოსტა: meaghapishvili@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
 საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2013 წლიდან. ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის წევრი 2018 წლის მარტიდან.  2018 წლის ივლისში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.  განათლება: 2007 წელს თსუ-ს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ მაგისტრატურის პირველი კურსი გაიარა საფრანგეთში ნიცის სოფია-ანტიპოლისის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო და ევროპული სამართლის სპეციალობით, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2009 წელს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხით.  ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს.  გამოცდილება: სასამართლო პრაქტიკა, იურიდიული ანალიტიკა, სამართალშემოქმედება, ნორმატიული აქტების ექსპერტიზა, ხელშეკრულებების მომზადება, საერთაშორისო გამოცდილების/ბაზების კვლევა, სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციების, ანგარიშგების დოკუმენტების მომზადება, სტრატეგიის/სამოქმედო გეგმების, ტრენინგ-მოდულების შემუშავება და სხვა.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი