საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგების ციკლი დაიგეგმა, რომელსაც ჰამბურგის სოციალურ საკითხთა სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი - ვოლფგანგ ზივერტი გაუძღვება.
ტრენინგის თემები:
• ადმინისტრაციული ხელშეკრულებები და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების მექანიზმები;
• საგადასახადო სამართლის აქტუალური საკითხები;
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საფუძვლები.
ტრენინგები 23, 24 და 25 ივლისს ჩატარდება და უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
ლექციაზე დასასწრებად რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ადვოკატის პორტალს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე.
დამატებით დეტალები ეცნობებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს.