ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატებისათვის კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზების მიზნით სადაზღვევო კომპანია „არდი“-სთან თანამშრომლობას აგრძელებს.
ახალი სადაზღვევო პერიოდი მიმდინარე წლის 7 ივლისს დაიწყება და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
დაზღვევით სარგებლობის მსურველმა წევრებმა, საჭიროა შეავსოთ შემდეგი სარეგისტრაციო ბმული არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა: https://forms.gle/6icq3e8HsmU6hkRx6
დაზღვევის მსურველ პირებს, კომპანია „არდი“-ს წარმომადგენელი დამოუკიდებლად დაგიკავშირდებათ 15 ივნისის შემდეგ, თქვენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ სატელეფონო ნომერზე.
ასოციაციის წევრები, რომლებიც უკვე სარგებლობენ არდის დაზღვევით - სადაზღვევო კომპანია დაუკავშირდება თავად. სადაზღვევო კომპანიის მიერ ასოციაციის წევრებისთვის შემოთავაზებული განახლებული კორპორაციული პაკეტები იხილეთ ბმულზე: სადაზღვევო პაკეტები
სადაზღვევო მომსახურება განხორციელდება სადაზღვევო კომპანიასა და ასოციაციის წევრს შორის გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის საფასურის დაზღვეულის მიერ მზღვეველისთვის პირდაპირი ანგარიშსწორების გზით.
დეტალური ინფორმაციის, მათ შორის სადაზღვევო პრემიის (ღირებულების) შესახებ ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ წარმომადგენლებს ნომერზე: 555 75 43 25 ან 577 95 86 12.