“ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და პანდემიიდან გამომდნირე გარემოებების ფორს-მაჟორად მიჩნევის სამართლებრივი საფუძვლები” – ამ თემაზე „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (ბენჩ-ბარის)“ შეხვედრა ჩატარდა. ბენჩ-ბარის მონაწილეებმა ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სამართლებრივი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა ორ სესიად ჩატარდა, სადაც მხარეებმა ის კონკრეტული საკითხები განიხილეს, რომლებიც სასამართლო პრაქტიკაში შექმნილ ფორს-მაჟორულ გარემოებებს ეხება.
ადვოკატების ფართო ჩართულობით ქვეყნის მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ბენჩ-ბარის ფორმატში შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო“ 2020 წელს დაარსდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა „ბენჩ-ბარის“ ფორმატის ინსტიტუციონალიზაციას.
„ბენჩ-ბარის“ ფორმატის მიზანია იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა და კანონის უზენაესობის განმტკიცება.
ბენჩ-ბარის ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მიერ.