2019 წლის ტრენინგების პროგრამა

14 თებერვალი 2019

ძვირფასო წევრებო, ადვოკატთა ასოციაციის ვებ გვერდზე განთავსდა  ადვოკატთა ტრენინგების 2019 წლის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია 50-ზე მეტ ტრენინგზე, რომლებიც დაგეგმილია თებერვალში, მარტსა და აპრილში. 

თითოეული ტრენინგის თემა ეფუძნება ადვოკატთა ტრენინგ-საჭიროებების კვლევას და შესაბამისად, არის ძალზედ აქტუალური და საინტერესო. ამასთან, ტრენინგებს უძღვებიან შესაბამისი სფეროს მაღალკვალიფიცური ექსპერტები.

ტრენინგებზე რეგისტრაცია ხორციელდება ასოციაციის ახალ ვებგვერდზე განთავსებული კალენდრის მეშვეობით. კონკრეტულ ტრენინგზე რეგისტრაციამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ტრენინგის საინფორმაციო ბარათს. ახალი ვებგვერდის კალენდრის მეშვეობით რეგისტრაციის ინსტრქუქციები იხილეთ ქვემოთ სურათების სახით:

 

1. ადვოკატთა ასოციაციის საიტის მთავარ გვერდზე აირჩიეთ უჯრა "ადვოკატთა ტრენინგები" და დააჭირეთ.

 

 

2. ტრენინგების კალენდარში აირჩიეთ სასურველი თვე და დააჭირეთ სასურველ თემატიკას.

 

3. გაეცანით ტრენინგის საინფორმაციო ბარათს და დააჭირეთ სარეგისტრაციო ბმულს.

 

4. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გასაგზავნად დააჭირეთ SUBMIT ღილაკს.

 

5. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ტრენინგზე მონაწილეთა სიაში მოხვდება პირველი 25 რეგისტრირებული ადვოკატი. ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში ჯგუფის შევსება მოხდება მომლოდინეთა სიიდან რიგითობის მიხედვით.

რეგისტრაციის შესახებ დასტურს მიიღებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ფორმის შევსებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი