აღმასრულებელი საბჭოს 25.02.2026 წლის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 02 მარტიდან დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2026 წლის საწევრო დავალიანების მქონე წევრთა მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 02 აპრილი.
გთხოვთ, გაეცნოთ ამონაწერს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ოქმიდან.
ასევე, იხილეთ, 2026 წლის საწევრო დავალიანების მქონე წევრთა სია (2026 წლის 12 მარტის მდგომარეობით).
ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ანგარიში: GE27BS0000000004836000
ბანკის კოდი: CBASGE22
ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი: 202 255 692
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, სიითი N




