გაცნობებთ, რომ 2023 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება (რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე). ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ).
მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 12:00 საათამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 23 დეკემბერს 13:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:10 საათზე და გაგრძელდება 13:00 საათამდე. ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ).
ადვოკატთა ასოციაციის 2023 წლის 23 დეკემბრის საერთო კრების
დღის წესრიგი
1. წევრთა რეგისტრაცია და კრების გახსნა;
2. ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა;
3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა;
4. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა;
5. ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა;
6. ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში (მუხლი 3. ასოციაციის ადგილსამყოფელი) ცვლილების შეტანა;
7. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 1 წევრის არჩევნები;
8. ხმების დათვლა;
9. არჩევნების შედეგების გამოცხადება;
10. ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების და საჭადრაკო გუნდის დაჯილდოება;
11. კრების შეჯამება/დახურვა.
საერთო კრების ფარგლებში, 2023 წლის 23 დეკემბერს, გაიმართება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის არჩევნები.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა საყურადღებოდ!
არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-131 მუხლის თანახმად, 2023 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციაში (მისამართი: თბილისი, თინათინ ვირსალაძის 1-ლი ჩიხი, N1) ან ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: saertokreba@gba.ge პირადად წარმოადგინოთ განცხადება არჩევნებზე თქვენი კანდიდატურის ნომინირების შესახებ (განცხადების ფორმა იხ. ქვემოთ).
კანდიდატად ნომინირების თაობაზე განცხადების წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ (2023 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათი) კანდიდატის ნომინირება დაუშვებელია.
ასოციაციის აღმასრულებელი წევრად ნომინირებისთვის კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
(ა) განცხადება ნომინირების შესახებ ფორმა - გადმოტვირთეთ აქ (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი სახით);
(ბ) ავტობიოგრაფია (CV);
(გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
(დ) საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30.1. პუნქტის თანახმად, ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს წევრად თუ: (ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; (ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; (გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.
განცხადებები შესაბამისი თანდართული საბუთებით პირადად უნდა წარმოადგინოთ 2023 წლის 12 დეკემბრის, 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თბილისი, თინათინ ვირსალაძის 1-ლი ჩიხი, N1 ან ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: saertokreba@gba.ge
2023 წლის 23 დეკემბრის საერთო კრების რეგლამენტი იხილეთ აქ.