შრომითი მიგრაციის თემაზე ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა

24 თებერვალი 2026

განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები - პრაქტიკაში გამოყენების თავისებურებები.”

ტრენინგს ექსპერტები, რაისა ლიპარტელიანი და ნატო ნათენაძე უძღვებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

„ტრენინგების თემების შერჩევისას, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ საკითხებს, რომლებიც აქტუალური და საინტერესოა ჩვენი წევრებისთვის. ვცდილობთ ადვოკატებს დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ სხვადასხვა მიმართულებით. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო თემას შეეხება, და მჯერა, რომ მონაწილეებისთვის ნაყოფიერი და ინფორმაციული იქნება,“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

ტრენინგ-შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა:

  • შრომითი მიგრაციის მარეგულირებელ ნორმებში შეტანილი ძირითადი ცვლილებები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების ახალი წესები და პროცედურები;
  • ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები და სხვ. 

ტრენინგზე დასწრება უზრუნველყოფილი იყო ონლაინ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი