17 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ქართველ ადვოკატებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის რეგულაციების ნიუანსებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ სფეროში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.