24 მაისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს - დავით ასათიანსა და საქართველოს პრეზიდენტ - სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა და ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე. აღინიშნა, რომ სანდო სასამართლო სისტემა არის ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველი.
საუბარი ასევე, შეეხო იურიდიული პროფესიის გაძლიერების კუთხით ადვოკატთა ასოციაციის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, ისევე როგორც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ აქტივობებს. შეხვედრის დასასრულს ასოციაციის თავმჯდოამრემ საქართველოს პრეზიდენტი 8 ნოემბერს დაგეგმილ საიუბილეო მიღებაზე მოიწვია.