შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან

20 თებერვალი 2019

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს - დავით ასათიანსა და საქართველოს გენერალურ პროკურორ - შალვა თადუმაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე ადვოკატურასა და პროკურატურას შორის თანამშრომლობის ის მიმართულებები განიხილეს, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით არის გათვალისწინებული.

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: 2005-2012 წლებში რეპრესირებულ ადვოკატებთან მიმართებით „რეაბილიტაციის კომისიის“ დასკვნებთან დაკავშირებით პროკურატურის რეაგირება და შემდგომი ნაბიჯები; იმგვარი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატებსა და პროკურორებს შორის სათანადო კომუნიკაციას სამართალწარმოების პროცესში და ასევე, თანასწორ მიდგომას ყველა ადვოკატის მიმართ ბრალდებულთა განრიდების თუ საპროცესო შეთანხმების საკითხის გადაწყვეტისას, მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად; სასამართლო დარბაზში საერთო იურიდიული ეთიკის სტანდარტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით საერთო საგანმანათლებლო ღონსიძიებების ორგანიზება და სხვა. 

მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის მზადყოფნა ისეთ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას და ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი, ეფექტიანი და სანდო მართლმსაჯულების განხორციელებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი