შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან

6 ოქტომბერი 2022

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები საქართველოში - ამ თემაზე ადვოკატთა ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაში ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა  და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის, მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა და USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმა, მარიამ ვარდოსანიძემ მიმართეს. 

შეხვედრაზე მართლმსაჯულების სისტემასა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს და ერთობლივ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

ორდღიანი შეხვედრა USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი