შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

18 დეკემბერი 2018

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰერცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს პეტერ დენისს შეხვდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირის როლი ასოციაციის შემდგომ განვითარებასა და იურიდიული პროფესიის გაძლიერებაში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მოგვარების გზებზე, ისევე როგორც ადვოკატთა ასოციაციის როლზე აღნიშნულ პროცესში. 

ევროკავშირის ელჩმა კვლავაც აღუთქვა მხარდაჭერა ადვოკატთა ასოციაციას და მიმოიხილა ურთიერთთანამშრომლობის ის ფორმები, რომლითაც ადვოკატთა ასოციაცია და ევროკავშირის წარმომადგენლობა მამავალშიც გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი