საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ბაქრაძე და ეთიკის კომისიის წევრი მარიკა არევაძე გორის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ და ეთიკის კომისიის საქმიანობაზე, ადვოკატის ეთიკურ ვალდებულებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.
ეთიკის კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთ საქმიანობა გააცნეს, აუდიტორიასთან ერთად მიმოიხილეს საინტერესო გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები. განხილულ საკითხებს შორის იყო პროფესიული ქცევის სტანდარტები ადვოკატებისთვის და ეთიკის კომისიის როლი პროფესიის დაცვაში. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას, ასევე, გააცნეს საქმიანობის მიმდინარე სტატისტიკა და ისაუბრეს ეთიკის კომისიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრების ციკლი USAID-PROLoG-ის მხარდაჭერითა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით იმართება.