ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური საკითხების ხელმძღვანელის მოადგილეს - ანნი სლაკს და იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში - მაიკლ გრანტსა შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სასამართლო სისტემის ირვლივ განვითარებული პროცესები და პრობლემების გადაჭრის გზები. საუბარი ასევე შეეხო ბოლო დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგი მოსამართლე წევრების მიერ ადვოკატთა ასოციაციის, ასოციაციის წევრების და თავმჯდომარის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს და მსგავსი ქმედებების შესაძლო უარყოფით შედეგებს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს აქტიური თანამშრომლობის გეგმები, განსაკუთრებით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით.