2025 წლის 15–17 ოქტომბერს ჰამბურგში ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაცია გლობალურ კონფერენციას ჩაატარებს, რომელში მონაწილეობ AEA-EAL-ის წევრ ქართველ ადვოკატებსაც შეუძლიათ.
კონფერენცია საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს წარმოადგენს, სადაც თანამედროვე სამართლისა და იურიდიული პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა: არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა, საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტები, პროფესიული ეთიკა და სხვ. კონფერენციაზე დასწრების მსურველთათვის, ასევე, გათვალისწინებულია შეზღუდული რაოდენობის სტიპენდია.
პროგრამა მოიცავს მაღალი დონის დისკუსიებსა და ქსელურ ღონისძიებებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გააძლიერონ თანამშრომლობა ამერიკელ კოლეგებთან, იმსჯელონ თანამედროვე გამოწვევებზე და გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება.
აღნიშნული შესაძლებლობა ქართველ ადვოკატებს იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ეძლევათ, რომელიც 2025 წლის 28 აპრილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციასა (AEA-EAL) და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციას შორის (NYSBA) გაფორმდა. შეთანხმება ტრანსატლანტიკური პარტნიორობის განმტკიცებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.