ქართველი ადვოკატები უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად!

28 თებერვალი 2022

ძვირფასო წევრებო,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მუდმივ კავშირზეა უკრაინის ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციასთან. მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არაერთი ჩვენი უკრაინელი კოლეგა რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება. მათ სჭირდებათ თანადგომა ისეთი საჭიროებების მისაღებად, როგორებიცაა  საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საწვავი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები.

გიზიარებთ უკრაინის ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციის საბანკო ინფორმაციას. ჩარიცხული თანხა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისა და მათ ოჯახების მხარდაჭერას მოხმარდება.

საბანკო ინფორმაცია:

აღნიშნული გადარიცხვა შეგიძლიათ განახორციელოთ "თიბისი" ბანკის ფილიალების საშუალებით საკომისიოს გარეშე. ინტერნეტბანკის გამოყენებისას, (არა მობაილბანკით სარგებლობისას) კი გადარიცხვისას მიუთითეთ აღნიშვნა - (Sha). გადარიცხულ თანხაზე, ჩამოჭრილი საკომისიო თიბისის მომხმარებლებს უკან დაუბრუნდებათ. ამისთვის დამატებითი განცხადება ან რაიმე ქმედების განხორციელება არ იქნება საჭირო.

გადარიცხვა ამერიკულ დოლარში

ორგანიზაციის სახელწოდება: Ukrainian National Bar Association
ანგარიშის ნომერი/IBAN Code: UA373052990000026000026207192
ბანკის სახელწოდება: JSC CB "PRIVATBANK". 1D HRUSHEVSKOHO STR., KYIV, 01001,UKRAINE
ბანკის SWIFT კოდი: PBANUA2X
მიზნობრიობა: Donation to the Ukrainian National Bar Association

ერთად დავუდგეთ გვერდში უკრაინელ კოლეგებს!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი