18 მაისს ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციის დღე გაიმართა.
უფასო იურიდიულ კონსულტაციაზე დარეგისტრირება და მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან რჩევის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.
ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.