უზენაეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძემ სიტყვით მიმართეს და პროცესებში მონაწილე გამარჯვებულ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ნომინაციებში: საუკეთესო ადვოკატთა და პროკურორთა და გუნდები, საუკეთესო გამომსვლელი და საუკეთესო მოწმე.
იმიტირებული სასამართლო პროცესები პროექტი ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები პრაქტიკოსი ადვოკატები, რომლებიც სტუდენტებს იმიტირებული პროცესისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებდნენ.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
„მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ სამართლის სტუდენტების ახალ თაობას, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უნარებს სწავლობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამართლიანობის აღსრულების უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდით ადვოკატთა ასოციაციისა და პროკურატურის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, მოსამართლეებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და დრო დაუთმეს ამ სასწავლო სასამართლო პროცესის ჩატარებას“. - განაცხადა კელი დეგნანმა.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ კამპანიის ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.