ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ)-ის თანადაფინანსებული პროექტის „საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას 2 ტრენინგზე შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: რელაციის მეთოდი ადვოკატებისთვის.
I ტრენინგის ჩატარების თარიღი: 28 თებერვალი - 01 მარტი
II ტრენინგების ჩატარების თარიღი: 13 -15 მარტი
ტრენინგს გაუძღვებიან GIZ-ის ექსპერტები: ლაშა კალანდაძე, დიანა ბერეკაშვილი.
კურსი განკუთვნილია საერთო და სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის, რომელსაც სულ მცირე 4 წლიანი პრაქტიკული საადვოკატო გამოცდილება აქვთ.
კურსი მოიცავს 2 დღეს და დასწრება სავალდებულოა
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ სარჩელის, შესაგაბელის, მტკიცებულებების შედგენა და შეფასება და სასამართლოში პროცესის შესაბამისი ეტაპების დაგეგმვა რელაციის მეთოდის გამოყენებით.
მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ სამოქალაქო კოდექსი მატერიალური სახით.
კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ ინდივიდუალური დავალება - შეადგინონ კაზუსი რელაციის მეთოდის გამოყენებით. კაზუსებისა და კურსზე აქტიურობის შედეგად, ექსპერტების რეკომენდაციით, შეირჩევიან ის მონაწილეები, ვინც დამატებით გაივლიან ტრენერთა ტრენინგს როგორც ზრდასრულთა სწავლების მეთოდიკაში, ასევე რელაციის მეთოდის გამოყენებაში (ჩაღრმავებულ კურსს).
ტრენინგის ჩატარების ადგილი დამატებით ეცნობებათ ტრენინგზე დარეგისტრირებულ ადვოკატებს.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ელექტრონულ კალენდარს ბმულზე:https://bit.ly/38lL3jW
გისურვებთ წარმატებას!