გაცნობებთ, რომ წევრთა მხრიდან პოზიტიური გამოხმაურების საფუძველზე, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მცირე ფორმატის ტრენინგებთან ერთად გაიმართება კონფერენციები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელსაც გაუძღვებიან შესაბამისი დარგის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექსპერტები.
ამასთან, კონფერენციის დამონტაჟებული ჩანაწერი ვიდეო ტრენინგის სახით აიტვირთება ადვოკატის პორტალზე, მიენიჭება კონფერენციის იდენტური კრედიტების რაოდენობა და წევრებს ვინც ვერ შეძლებენ კონფერენციაზე დარეგისტრირებას შესაძლებლობა მიეცემათ კრედიტდავალიანება დაფარონ ვიდეო-ტრენინგის მეშვეობით.
კონფერენციების შესახებ ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კალენდარს.