სისხლის სამართლის ადვოკატებსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

11 ოქტომბერი 2025

8-10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს ადვოკატების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ. 

შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, ადვოკატებთან დარეკვის შეზღუდვა, გაუთქმელობის ვალდებულება, კონფიდენციალურობა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. 

შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან არაერთი პრობლემური საკითხი დაფიქსირდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი და ადვოკატთა ასოციაცია ერთობლივ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ. 

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ (DAI) ფარგლებში გაიმართა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი