26 იანვარს ადვოკატთა ასოციაციისა და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სალექციო ციკლის პირველ სესია ჩატარდა თემაზე: აშშ სამართლის სისტემა და თავისებურებები.
ლექცია პროფესორმა შენონ გარდნერმა (იხ. ბიოგრაფია) ჩაატარა. სესიის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ ლექციების სერია გრძელდება და მასში მონაწიეობა ასოციაციის მოქმედ წევრებსა და ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ.
სალექციო ციკლის განრიგი:
2. 23 თებერვალი, 18:00 საათი.
სალექციო თემა: საერთაშორისო უსაფრთხოება და კანონის უზენაესობა
მომხსენებელი: მოსამართლე/პროფესორი ჯეიმს ბეიკერი (იხ. ბიოგრაფია )
3. 30 მარტი, 18:00 საათი.
სალექციო თემა: საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები
მომხსენებელი: პროფესორი დევიდ რიდი (იხ. ბიოგრაფია )
4. 20 აპრილი, 18:00 საათი.
სალექციო თემა: ინტელექტუალური საკუთრება და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია.
მომხსენებელი: პროფესორი შუბა გჰოში (იხ. ბიორგაფია )
სალექციო ციკლი ჩატარდება ონლაინ „Zoom“-ის პლატფორმის გამოყენებით წინასწარი რეგისტრაციის წესით. თითოეულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და სარეგისტრაციო დეტალები გამოქვეყნდება დამატებით, სალექციო განრიგის შესაბამისად.
მორიგი ლექცია 23 თებერვალს ჩატარდება, რომლის შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო დეტალები დამატებით გამოქვეყნდება ასოციაციის Facebook-სა და ვებგვერდზე.
სალექციო კურსის მიმდინარეობისას თარგმანი უზრუნველყოფილია ინგლისურიდან ქართულ ენაზე.