ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და თემატური კომიტეტების წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებზე ისაუბრა და ადვოკატებს საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის ინდიკატორებზე ევროკავშრის ქვეყნების პრაქტიკა გააცნო.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომავალში ადვოკატებისთვის ტრენინგების ციკლიც ჩატარდება, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.