საერთო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო - „მტკიცებულებათა მოპოვებისა და სამართლებრივი დოკუმენტების დასაბუთების წესები“ უკვე ელექტრონული სახითაა ხელმისაწვდომი. ელექტრონული წიგნი იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელო ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და ამავე ორგანიზაციის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ავტორობით შეიმუშავა, მასში თავმოყრილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ყოველდღიურ საქმიანობაში იჩენს თავს და მნიშვნელოვან სამართლებრივ ტიპიურ ფორმებსა და დოკუმენტებს აერთიანებს.