"ბიზნეს საქმიანობა ჰონგ კონგსა და საქართველოში: სამართლებრივი საკითხები" - ამ თემაზე საქართველოსა და ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციების ერთობლივი კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში ასოციაციიების წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოსა და ჰონგ კონგის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეებმა გახსნეს.
ქართველმა და ჰონგ კონგელმა ექსპერტებმა განიხილეს ბიზნესის რეგისტრაციასთან, ორმაგ დაბეგვრასთან, სამუშაო ვიზასთან და დავების განხილვასთან დაკავშირებული საკითხები.
კონფერენციაზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე იყო შესაძლებელი.