საქართველოსა და რომის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და რომის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანტონინო გალეტმა მოაწერეს ხელი.
რომის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრას და მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი, აღმასრულებელი საბჭოს წევრები - მარიამ კუბლაშვილი და ტარიელ კაკაბაძე, ასევე საქართველოს კონსული იტალიაში, ნატალია კორძაია დაესწრნენ.
საქართველოსა და რომის ადვოკატთა ასოციაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა - ერთობლივი სემინარები და კონფერენციები, ახალგაზრდა ადვოკატების გაცვლითი პროგრამები და იტალიაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვა.