საქართველოს პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლეს

28 მაისი 2026

ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მე-15 ნაკადის მონაწილეებს საქართველოს პროკურატურაში უმასპინძლეს.

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროგრამის ფარგლებში მონაწილეები  გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსს, პროკურორ მირიან მეგრელიშვილს შეხვდნენ, რომელმაც მომავალ ადვოკატებს პროკურატურის უფლებამოსილებები, უწყების სტრუქტურა, სტრატეგიული პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

აღნიშნული ტიპის ვიზიტები პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ ადგილზე, ხელმძღვანელი პირებისგან გაეცნონ მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის სპეციფიკას, მისი საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებსა და ინსტიტუციურ თავისებურებებს, რაც სასწავლო კომპონენტის პარალელურად, მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, პროფესიული ხედვის გაღრმავებასა და სამართლებრივი სფეროს მიმართ პროფესიული ცნობიერების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი