საქართველოს პრეზიდენტსა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის სასახლეში დავით ასათიანმა და სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების მნიშვნელობასა და იურიდიული პროფესიის როლზე ისაუბრეს.
დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ ადვოკატთა კორპორაცია, რომელსაც სოლიდური პროფესიული კომპეტენცია აქვს, მზადაა აქტიურად ჩაერთოს ეროვნული თანხმობისა და დეპოლარიზაციის პოცესებში.
ადვოკატთა ასოციაცია მართლმსაჯულების სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და ღონისძიებებში.
დავით ასათიანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივის - „ეროვნული თანხმობის პროცესის“ ფარგლებში გაიმართა.