საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ჩემპიონატი

4 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა საფეხბურთო გუნდებისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატში.
ჩემპიონატი დაიწყება 2026 წლის 30 ივნისს და დასრულდება14 ივლისს.

თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 12 მოთამაშისგან (6 ძირითადი და 6 სათადარიგო მოთამაშე).

გუნდების რეგისტრაციისა და მონაწილეობის შესახებ განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2026 წლის 22 ივნისის ჩათვლით.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდის რეგისტრაციის საფასური შეადგენს 500 ლარს. 
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე: 

მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ა/ნ: GE16BS0000000004836004
მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

დანიშნულებაში მიუთითეთ: “საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდის მონაწილეობის საფასური”
და მონაწილე გუნდის სახელწოდება.

ჩემპიონატის მატჩებს დაესწრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, თენგიზ სულაქველიძე. ადვოკატები, რომლებიც ჩემპიონატის ფარგლებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, შესაძლებლობას მიიღებენ, გააგრძელონ თამაში ასოციაციის საფეხბურთო ნაკრებში. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ გუნდში დასაშვებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნაკრების არაუმეტეს 2 ფეხბურთელი-ადვოკატის მონაწილეობა.

დაინტერესებულმა გუნდებმა შესაბამისი განცხადება და გადახდის ქვითარი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@gba.ge 22 ივნისის ჩათვლით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი