საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

23 ივლისი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების სამომავლო ცვლილებებისთვის შედარებითი სამართლებრივი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. 

კვლევა, რომელიც 2024 წლის განმავლობაში მზადდებოდა, ეფუძნება ევროპის ქვეყნების პროფესიული ქცევის სტანდარტების გამოცდილებას და შედარებით ჭრილში აანალიზებს როგორც პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, ასევე, დისციპლინური წარმოების გარკვეულ საკითხებს.

კვლევაზე ექსპერტები, ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ცუხიშვილი მუშაობდნენ.

კვლევის შემაჯამებელი პრეზენტაციას აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები დაესწრნენ.  

დოკუმენტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი