3-4 ოქტომბერს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტის "იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატის თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე - პროექტებისა და პროგრამების მართვა.
ტრენინგის ფარგლებში ასოციაციის თანამშრომლები ყველა იმ საკითხს გაეცნენ, რომლებიც პროექტების ეფექტიანად მართვის პროცესში მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ტრენინგს ტრენერი ლელა მაჩაიძე უძღვებოდა.