საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციას (ABA) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

10 ოქტომბერი 2023

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) ევროპისა და ევრაზიის ნაწილში სამართლის უზენაესობის მისიის ხელმძღვანელი ეწვია. დევიდ რუბინო ABA- ს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და მმართველ გუნდს შეხვდა.

შეხვედრას USAID ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძეც ესწრებოდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საერთო პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ABA-ს მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით უახლოეს მომავალში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ამერიკის ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმის გაფორმებაცაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2005 წელს ABA - ს მხარდაჭერით დაარსდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი