საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის იუსტიციის სისტემის წარმომადგენლებს უმასპინძლა. უცხოური დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ადვოკატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს წარმომადგენლები.
სტუმრებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ასოციაციაში განხორციელბული რეფორმების შესახებ ესაუბრა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ასევე, შეხვედრები გამართეს იურიდიული დახმარების სამსახურთან, საერთო სასამართლოებთან, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და UNDP-ს საქართველოს წარმომადგენლობთან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები უზბეკ და ტაჯიკ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.