3 ოქტომბერს, ბაქოში, სამხრეთ კავკასიის ღია საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ადვოკატურების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ტურნირში მონაწილეობას ადვოკატებისგან დაკომპლექტებული პოლონეთის, საქართველოს, ბელარუსის, ირანის, უზბეკეთის, ბულგარეთის, ყაზახეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მიიღებენ.
მატჩები გაიმართება 3-6 ოქტომბერს, ბაქოში, AzFar Koroglu-ს საფეხბურთო სტადიონზე.
გეპატიჟებით ყველას, რათა ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ღონისძიების კოორდინატორს: +995558132241