12 მარტს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის არჩევაც იყო.
კომისიის წევრებმა ახალ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრი დავით ახალაური.
როგორც მოგეხსენებათ, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორად. ადვოკატთა ასოციაცია რაჟდენ კუპრაშვილს კიდევ ერთხელ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.