USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აჭარის რეგიონში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის სამშენებლო სამართალში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში 50 ზე მეტი პრაქტიკოსი ადვოკატი მონაწილეობდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ სამშენებლო დავების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ტრენინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე უძღვებოდა.