ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გაიდლაინების შესახებ ადვოკატთა ასოციაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ უფროსი ექსპერტი, მალხაზ ნარინდოშვილი უძღვებოდა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე, საუბარი შეეხო კანონმდებლობის მოთხოვნებს, გავრცელების ფარგლებს, სექტორში არსებულ რისკებსა და პრევენციულ ზომებს.
ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმ მიზნით, რომ ქვეყანაში არსებობდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ისეთი ეფექტიანი მექანიზმები, რომელიც ამავდროულად არ შეუქმნის რისკს საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლობას.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული საკითხების განხილვა ადვოკატთა ასოციაციაში მომავალშიც გაგრძელდება.