საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს:
(ა) პატიმრობის კოდექსში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება ან სრულად გამოყენებული აქვს სატელეფონო საუბრის ლიმიტი, შესაძლებლობა ექნება, მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას მისი ადვოკატის ინფორმირებისა და მასთან კომუნიკაციის მოთხოვნით.
(ბ) საპროცესო შეთანხმების თაობაზე ბრალდებულთან მოლაპარაკების წარმოების დროს, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართულობის იმგვარი საკანონმდებლო დარეგულირება, რომელიც ერთი მხრივ, აღმოფხვრის საზოგადოებრივი ადვოკატების რესურსის არამიზნობრივ გამოყენებას სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე პირებზე, ხოლო მეორეს მხრივ, უმართებულოდ არ შეზღუდავს სავალდებულო დაცვის უფლებას.
სამუშაო შეხვედრში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილებოდა. შეხვედრას იურიდიული დახმარების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა საპარლამენტო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება.