სამოსამართლო კანდიდატების შეფასების საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსი 

5 აპრილი 2024

კონკურსის დასახელება: სამოსამართლო კანდიდატების შეფასების  საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსი 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შესახებ: ადვოკატთა ასოციაცია არის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას. 

საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მიზანი: 

ადვოკატთა ასოციაციის მიერ შერჩეული საკონსულტაციო ჯგუფის მიზანია, ადვოკატთა კორპუსის, როგორც მართლმსაჯულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ჩართულობის გაძლიერება საქართველოს საერთო სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე, ადვოკატთა კორპუსის მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად ჩატარება. 

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის გრანტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფზე, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრთა კონსულტაციასა და მხარდაჭერას, საქართველოში სამოსამართლო კანდიდატების შეფასების პროცესში. 

სამუშაო აღწერილობა: 
•სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა; 
•მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრთა გადამზადება მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაციას მოძიების, დამუშავების, შესაბამისი ინსტრუქციის გაანალიზებისა და მოსამართლეობის ინდივიდუალურ  კანდიდატთა შეფასების მომზადების პროცესთან დაკაშირებით;
•სამუშაო ჯგუფის საქმიანობის, წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეჩერების წესს, ასევე, საქმიანობის ვადასთან დაკავშრებულ საკითხებს ამტკიცებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
•იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
•სასამართლო სისტემისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული და საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფილი ცოდნა;
•მაღალი რეპუტაცია პროფესიულ წრეებსა და საზოგადოებაში;
•პროფესიულ ტრენინგებში, მათ შორის მართლმსაჯულების სექტორთან დაკავშირებით ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება; 
•ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
•გუნდური, ისევე როგორც დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
•ლექციების/ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
•ექსპერტთა ჯგუფის მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის კუთხით გამოცდილება (სასურველი);
•ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (სასურველი).

• კონკურსი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 
•CV - ქართულ ენაზე.
•სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (მიმოიხილეთ თუ რატომ ხართ დაინტერესებული განაცხადით და რატომ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკონკურსო მოთხოვნებს - მაქსიმუმ 400 სიტყვა);
•ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).

განაცხადების წარდგენის პროცესი:

•განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 27 აპრილი 
•დაინტერესებულმა კანდიდატებმა „I ეტაპში“ ჩამოთვლილი დოკუმენტები (დაზიპული სახით თქვენი ვინაობის მითითებით) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.devdariani@gba.ge

*ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება - სამოსამართლო კანდიდატების შეფასების  საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევი კონკურსი 

შენიშვნა: 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე განცხადებით განსაზღვრული საკონსულტაციო ჯგუფის წევრად ჩართულობა მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციის როლის გაძლიერებას მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში და წარმოადგენს საქმიანობას პრო ბონო საწყისებზე. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი