საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

20 დეკემბერი 2023

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძესა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, დავით მათიკაშვილს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე პუნქტობრივად იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც „ადვოკატთა შესახებ“ კანონსა და საპროცესო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს გულისხმობს. 

შეხვედრის ფარგლებში შეჯერდა გეგმა, რაც თებერვლიდან პარლამენტის  სესიაზე ასოციაციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებასა და განხილვას ითვალისწინებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი