საიუბილეო ღონისძიებები ბათუმში

26 აგვისტო 2019 - 28 აგვისტო 2019

25 აგვისტოს, ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფარგლებში ქართველი ადვოკატების მონაწილეობით ველორბოლა გაიმართა

ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გახსნეს რბოლის გამარჯვებული ადვოკატი კახაბერ მათოშვილი გახდა.

ბათუმში, ქართველ და თურქ ადვოკატებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩიც გშედგა.

მატჩს დაესწრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და ასოციაციის წევრი ადვოკატები.

 ამხანაგური მატჩი ქართველი ადვოკატების გამარჯვებით 9:7 დასრულდა.

დღის ბოლოს ანბანის კოშკთან საქველმოქმედო კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცა დიდმანიძეების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი