2019 წლის 16 მაისს, 11:00 საათზე, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიიდან მომხსენებლები იქნებიან კომისიის წევრები - კონსტანტინე გელაშვილი და ია გაბედავა.
დაინტერესებულ ადვოკატებს გიწვევთ შეხვედრაზე. მისამართი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ქუთაისის ოფისი, წერეთლის ქ. 69.