23, 24, 25 ივლისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგების ციკლი ჩატარდა.
სამდღიანი ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ჰამბურგის სოციალურ საკითხთა სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტმა, ვოლფგანგ ზივერტმა, რომელიც ტრენინგების ციკლს უძღვებოდა.
ტრენინგების თემები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
• ადმინისტრაციული ხელშეკრულებები და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების მექანიზმები;
• საგადასახადო სამართლის აქტუალური საკითხები;
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საფუძვლები.
ლექციები სინქრონული თარგმანით მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე დამსწრეთა რეგისტრაცია წინასწარ გამოცხადებული პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე განხორციელდა.
ადვოკატთა ასოციაცია გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის ფარგლებში მომავალში კიდევ არაერთ პროექტს გეგმავს.