გაცნობებთ, რომ დაწყებულია რეგისტრაცია ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IBA) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
IBA ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება 22-27 სექტემბერს სამხრეთ კორეაში.
ყოველწლიური კონფერენცია წარმოადგენს წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენას იურიდიულ პროფესიაში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადვოკატები, იურისტები და ექსპერტები მსოფლიოს ყველა წერტილიდან.
IBA ყოველწლიური კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველი ადვოკატები უნდა დარეგისტრირდნენ IBA-ს კონფერენციის ოფიციალური ვებ-გვერდზე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის საფასური დამოკიდებულია რეგისტრაციის დროზე.
კონფერენციის დღის წესრიგი და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ.
*რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან დამოუკიდებლად, IBA -ს ვებგვერდზე.