საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.

19 ივნისი 2019

ძვირფასო წევრებო! გაცნობებთ, რომ 2019 წლის 18-19 ივლისს, ქ. ბათუმში სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთან (EUIPO) თანამშრომლობით, გაიმართება მე-5 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“.

კონფერენციაზე განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული სიახლეები, უფლებების დაცვისა და აღსრულების მექანიზმები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში არსებული გამოწვევებზე, მათ შორის სასაზღვრო ღონისძიებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), ბიზნესი კონტრაფაქციისა და მეკობრეობის შესაჩერებლად (BASCAP), ანტიკონტრაფაქციული ქსელი (REACT), კერძო კომპანიების, იურიდიული ფირმების, საქპატენტთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას და განვითარებას, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის გაგრძელებას, უწყებათაშორისი გამოცდილების გაზიარებას და დაინტერესებულ პირებს შორის კონტაქტების გაღრმავებას.

დაინტერესების შემთხვევაში, კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

ასოციაციის წევრებს შეეძლებათ სასტუმრო ჰილტონში ნომრის დაჯავშნა კორპორატიულ ფასად - დაჯავშნა.


დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ: ხათუნა ციმაკურიძეს ნომერზე - +995 555585811 (ელ-ფოსტა: ktsimakuridze@sakpatenti.org.ge)   

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი