ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათი უკანონო მეთვალყურეობის პრევენციაა თანამედროვე საადვოკატო პრაქტიკის ერთ-ერთი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ასოციაციის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ადვოკატთა საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფორმები და შემუშავდა რეკომენდაციები ადვოკატებისთვის კიბერ უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვის თაობაზე, რაც წარმოდგენილია ბროშურის სახით. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება ხელს შეუწყობს ასოციაციის წევრებს გაიუმჯობესონ კონფიდენციალურობის ხარისხი და დაიცვან თავი მესამე პირთა მიერ მათი საქმიანობის მეთვალყურეობისგან.
ზემოაღნიშნული რეკომენდაციები შემუშავებულია ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, რომლის შექმნა და საქმიანობაც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.
ბროშურა ხელმისაწვდომია ბმულზე.